ვენეციის საერთაშორისო 81-ე კინოფესტივალი დღეს გაიხსნება.
კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი იქნება.
წელს ფესტივალის საპატიო "ოქროს ლომი" ავსტრალიელ რეჟისორს, პიტერ უირს და ამერიკელ მსახიობს, სიგურნი უივერს გადაეცემა.
კინოფესტივალი გაიხსნება ტიმ ბარტონის ფენტეზის ჟანრის კომედიით "ბითლჯუს, ბითლჯუს".
ფეტისივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში 21 ფილმი მონაწილეობს, სხვათა შორის ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის The Room Next Door ტილდა სუინტონისა და ჯულიანა მურის მონაწილეობით, ამერიკელი რეჟისორის ტოდ ფილიპსის "ჯოკერის" მეორე ნაწილი, ხოაკინ ფენიქსის და მომღერალ ლედი გაგას მონაწილეობით და ჩილელი რეჟისორის პაბლო ლარეინი "მარია" ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით.
ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა. წელს იგი 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro - ოქროს ლომი, რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi - ვოლპის თასი, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი.