ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი მიიჩნევს, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს.
კურჩატოვის ატომური ელექტროსადგური ფაქტობრივად ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ”მაგრამ ეს კიდევ უფრო სახიფათო ხდის სიტუაციას”, - თქვა გროსიმ სამშაბათს, 27 აგვისტოს, სადგურზე ვიზიტის შემდეგ.
ამავე დროს, IAEA-ს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა კურსკის სადგურის კონსტრუქციაზე და მასთან საბრძოლო მოქმედებების სიახლოვეზე. გროსის თქმით, კურჩატოვის ატომურ ელექტროსადგურს აქვს იგივე ტიპის რეაქტორი, როგორც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, მაგრამ მას არ აქვს სპეციალური გუმბათი, რაც მას "უკიდურესად დაუცველს" ხდის", - აღნიშნა მან.
გროსის თქმით, ჭურვის მოხვედრის ან ამ რეაქტორის აქტიურ ზონაზე გარკვეული ზემოქმედების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ბირთვული ინციდენტი, რადიაციის გამოყოფით.
IAEA-ს ხელმძღვანელმა ახსენა, რომ სამხედრო ოპერაციები კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მიმდინარეობს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ ასეთ ვითარებაში სადგურზე თავდასხმა დაუშვებელია.
გროსიმ ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია რუსეთის ხელისუფლებასთან და მომავალ კვირას ჩავა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის.