ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბებში 7 ოქტომბერს ტერორისტების მიერ გატაცებული და მძევლად აყვანილი 52 წლის არაბი ბედუინი გაათავისუფლეს. იუწყება BBC
52 წლის კაიდ ფარაჰ ელკადი, რომელიც ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში იმყოფებოდა, ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. გათავისუფლებული მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ელკადი წლების განმავლობაში ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებაში, ე.წ. კიბუცში დაცვის სამსახურში მუშაობდა. ის ღაზაში ომის დაწყებიდან მოყოლებული ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ მერვე გათავისუფლებული მძევალია.