იაპონიამ მკაცრად დაგმო ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევა და ეს ქმედება შეაფასა, როგორც "სრულიად მიუღებელი".
იაპონიის მთავრობის პრესსპიკერის იოშიმასა ჰაიაშის განცხადებით, საჰაერო სივრცის დარღვევა ძირს უთხრის იაპონიის უსაფრთხოებას.
ტოკიოს განცხადებით, ჩინეთის სამხედრო მზვერავი თვითმფრინავები Y-9 განდევნა საჰაერო სივრციდან მას შემდეგ, რაც ისინი ორი წუთის განმავლობაში დაფრინავდნენ ნაგასაკის პრეფექტურაში, დანჯოს კუნძულების თავზე.
ჰაიაშის განცხადებით, ეს არის პირველი შემთვევა, როდესაც ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია იაპონიის საჰაერო სივრცე. მისივე თქმით, ტოკიო ყურადღებით დააკვირდება ჩინეთის მზარდ სამხედრო აქტივობას და მზად იქნება საჰაერო სივრცის ნებისმიერი დარღვევისთვის.
ინციდენტთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა ჩინეთის ელჩი.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 2012 წელს იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია ჩინეთის სახელმწიფო ოკეანოლოგიის ადმინისტრაციის თვითმფრიანვმა, ხოლო 217 წელს ჩინეთის სანაპირო დაცვის თვითმფრინავმა.