საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დაკავება დაკავშირებულია გამოძიებასთან და არ წარმოადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
ეს საფრანგეთის ხელისუფლების პირველი საჯარო კომენტარია.
„მე ვკითხულობ ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის შესახებ პაველ დუროვის დაკავების შემდეგ.
საფრანგეთი როგორც არასდროს, ერთგულია აზრის გამოხატვისა და კომუნიკაციის თავისუფლების, ინოვაციებისა და ბიზნესის მიმართ. ასეც იქნება.
კანონის უზენაესობის პირობებში, სოციალურ მედიაში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, თავისუფლებები განხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში, მოქალაქეებისა და მათ ფუნდამენტურ უფლებების დასაცავად.
საფრანგეთში Telegram-ის ხელმძღვანელის დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მოსამართლეების მისაღებია“, - წერს მაკრონი.
დუროვი ლე ბურჟეს აეროპორტში 24 აგვისტოს საღამოს დააკავეს. 25 აგვისტოს საფრანგეთის სასამართლომ , Telegram-ის 39 წლის დამფუძნებელს, პაველ დუროვს პატიმრობა კიდევ 48 საათით გაუხანგრძლივა.