27 ოქტომბერს, ქვეყანაშიც და ლაგოდეხშიც სხვა საქართველო გათენდება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ლაგოდეხში განაცხადა, სადაც კოალიციამ კიდევ ერთი ოფისი გახსნა.
კოალიციის ლიდერებმა, მოსახლეობასთან ერთად განიხილეს რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
"მოხარული ვარ რომ უკვე ლაგოდეხშიც აქვს "კოალიცია ცვლილებებისთვის", #4-ს საარჩევნო შტაბი, რომელიც ძალიან დიდ როლს შეასრულებს საერთო ოპოზიციურ გამარჯვებაში. #4-ს აქვს ამბიცია, რომ მომდევნო კოალიციურ მთავრობაში ჰქონდეს ძალიან დიდი წილი. 27 ოქტომბერს, ქვეყანაშიც და ლაგოდეხშიც სხვა საქართველო გათენდება. უნდა დამარცხდეს "ქართული ოცნების" ფეოდალიზმი, ოლიგარქატი. ხელისუფლება და ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს," - განაცხადა მელიამ.