თაღლითობის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია საქართველოს მოქალაქე გიორგი ხაბარელი.
გამოძიებით დადგენილია, რომ გიორგი ხაბარელმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ვითომდა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მის სახელზე გაცემული, თიოთქოსდა ბელგიელი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ორი ყალბი მინდობილობა და სხვა დოკუმენტაცია.
აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე გ. ხაბარელს ვითომდა უფლებამოსილება ეძლეოდა განეკარგა თბილისის ტერიტორიზე, რამდენიმე ადგილას არსებული უძრავი ქონება.
გ. ხაბარელმა თაღლითური გზით, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით გაყიდა ქ. თბილისში ნაქერალის ქუჩა N 19-ში მდებარე სარქის ნერსესიანის კუთვნილი საცხოვრებელი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა; აგრეთვე, სოფელ დიღომში მდებარე გაი იაკოვ ზადიკის საკუთრებაში არსებული 1440 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ბრალდებულმა ისარგებლა იმ ფაქტით, რომ თაღლითური ოპერაციის განხორციელების დროს უძრავი ქონების არცერთი მეპატრონე საქართველოში არ იმყოფებიდა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.