ბათუმი განათლების ცენტრად იყო ჩაფიქრებული და სამწუხაროა, რასაც ვხედავთ, მაგრამ იმედით ვუყურებ 26 ოქტომბრის არჩევნებს, დარწმუნებული ვარ ის შეცვლის არსებულ მდგომარეობას და გავაგრძელებთ შენებას, - ამის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელმა გიული ალასანიამ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლებას ჩაფიქრებული ჰქონდა ბათუმის გადაქცევა განათლების ცენტრად
"რამდენადაც მახსოვს, ბათუმი ჩაფიქრებული იყო, როგორც განათლების ცენტრი. მას შემდეგ წლები გავიდა და დღეს ვხედავთ აქ კაზინოს. მაგონდება რომ წლების წინ ერთი ამერიკელი ქალბატონი იჯდა და უყურებდა ამ შენობას და ჩემმა მეგობარმა ჰკითხა: "რაო, მოგწონთ?" და მან უპასუხა: "მსგავსი სილამაზის შენობა მე არ მინახავს!". სამწუხაროა, რომ ახლა ასეთ ცვლილებას ვუყურებთ, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ მომავალს, იმედით ვუყურებ 26 ოქტომბრის არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, ის შეცვლის არსებულ მდგომარეობას, ისევ დავდგებით ფეხზე და გავაგრძელებთ შენებას", - განაცხადა გიული ალასანიამ.