კურსკის ოლქში შეტევის დროს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 247 რუსი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ. იტყობინება გამოცემა The Washington Post-ი ასზე მეტ ფოტოსა და ვიდეოს ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, სულ მცირე 29 ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა კურსკის ოლქის სუჯას რაიონის სოფელ სვერდლიკოვოში, ხოლო დაახლოებით 40 სასაზღვრო გამშვები პუნქტ „სუჯას“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეო მასალა არ ასახავს ყველა ტყვედ აყვანილ ჯარისკაცს და შესაძლოა, დატყვევებულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.
The Washington Post-ი ასევე ციტირებს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ციხის უფროსის სიტყვებს, სადაც ტყვეები გადაიყვანეს.
მისი თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ციხეში 320-მა რუსმა გაიარა, მათგან დაახლოებით 80 პროცენტი წვევამდელია. გამოცემის მიერ გამოკვლეულ შვიდ ვიდეოში ტყვეები თავს წვევამდელებს უწოდებენ.
უკრაინის და რუსეთის ხელისუფლება არ ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას, თუ რამდენი რუსი ჯარისკაცია ტყვედ ჩავარდნილი, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის დროს.