მედიის ცნობით, რუსეთში, ენგელსის ავიაბაზას უკრაინული დონები იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები უკრაინის მიმარულებით რაკეტების გასაშვებად აფრინდნენ.
დრონებით თავდასხმის ფაქტი სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმაც დაადასტურა.
ბუსარგინის თქმით, რუსეთის ძალებმა უკრაინული დრონები მოიგერიეს.
„გამთენიისას, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატები. სარატოვსა და ენგელსში ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებს. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს“, - წერს ბუსარგინი ტელეგრამარხზე.
ქალაქები სარატოვი და ენგელსი ერთმანეთის საპირისპიროდ მდებარეობს ვოლგის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე, ხოლო ენგელსის ავიაბაზა მდინარიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრშია განლაგებული.