უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში კიდევ ორი დასახლება დაიკავეს.
„მე ახლახან ველაპარაკე მთავარსარდალ სირსკის. გვაქვს წინსვლა კურსკის ოლქში, 1-დან 3 კილომეტრამდე, ჩვენ დავამყარეთ კონტროლი კიდევ ორ დასახლებულ პუნქტზე, აქტიური ოპერაციები გრძელდება.
მიმდინარეობს {ტყვეთა} გაცვლითი ფინდის შევსება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან და სირსკიმ ასევე განიხილეს დონეცკის ოლქში თავდაცვის ძალების დაცვითი მოქმედებები.
”ყველაზე მეტ ყურადღება ექცევა ნოვოგროდივკას, ვოდიანოეს, ყველაზე მეტი შტურმია”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.