რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმართა და სასწრაფოდ დატოვოს ქვეყანა, რადგან ფრანგი სამართალდამცავების მიერ Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავების შემდეგ, მის დასაჭერად ბიზნესმენის თანამოაზრეების არმია გაემართება
„მაკრონ, ახლავე გაიქეცი საფრანგეთიდან, შენს დასაჭერად დუროვის არმია მოდის“, - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი პარიზის გარეუბანში, ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, 39 წლის დუროვი იმ დროს დააკავეს, როდესაც საკუთარი თვითმფრინავიდან ლე ბურჟეს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გადავიდა.
რუსეთის მოქალაქე დუროვი, რომელსაც ფრანგული პასპორტიც აქვს, რეგისტრირებული იყო ძებნილ პირთა სიაში და საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩავიდა. საფრანგეთმა მანამდე მასზე ჩხრეკის ორდერი გასცა.