Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი პარიზის გარეუბანში, ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, 39 წლის დუროვი იმ დროს დააკავეს, როდესაც საკუთარი თვითმფრინავიდან ლე ბურჟეს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გადავიდა.
რუსეთის მოქალაქე დუროვი, რომელსაც ფრანგული პასპორტიც აქვს, რეგისტრირებული იყო ძებნილ პირთა სიაში და საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩავიდა. საფრანგეთმა მანამდე მასზე ჩხრეკის ორდერი გასცა.
გამომძიებლების განცხადებით, ის, რომ დუროვი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ უწყებებთან, ასევე ის ინსტრუმენტები, რომლებსაც Telegram-ი იყენებს, ეჭვებს აჩენს მის კავშირზენარკოტრაფიკთან, პედოფილურ დანაშაულებთან და თაღლითობასთან.
საფრანგეთში დუროვს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან არ მიიღო ზომები Telegram-ის დანაშაულებრივი გამოყენების წინააღმდეგ, არ ახორცილებდა სერვისის მოდერციას და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
”კმარა Telegram-ის დაუსჯელობა”, - განაცხადა ერთ-ერთმა გამომძიებელმა, რომელიც გაკვირვებული იყო, რომ მილიარდერმა, იცოდა, რომ ის საფრანგეთში იძებნებოდა და პარიზში ჩასვლა მაინც გადაწყვიტა, „ალბათ დაუსჯელობის განცდის გამო“, - განუცხადა მედიას ამ საკითხთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა წყარომ.