“ჰეზბოლამ” ისრაელის წინააღმდეგ 320 რაკეტა გაისროლა.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, ისრაელის თავდასხმის შედეგად თავისი მეთაურის ფუად შუქრის მკვლელობის საპასუხოდ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმების განხორციელება დაიწყო.
„ჰეზბოლა ამტკიცებს, რომ ისრაელის მიმართულებით რამდენიმე მოიერიშე დრონი გაუშვა სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.
საუდის არაბეთის გამოცემა Al Arabiya იუწყება, რომ 100-ზე მეტი რაკეტა ლიბანის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებითაც გაისროლეს.
თავის მხრივ, ისრაელში განაცხადეს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნე იყო ის ადგილები, საიდანაც „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ დარტყმებს ამზადებდა.
ისრაელმა განაცხადა, რომ აწესებს შეზღუდვებს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში მომდევნო 48 საათით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.