ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გერმანიის ქალაქ ზოლინგენში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.
თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რვა მძიმედ დაშავდა.
ამის შესახებ ისლამისტურ პროპაგანდისტულ პორტალ „ამაკზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო და თავდასხმა „პალესტინასა და სხვა ქვეყნებში მუსლიმებისთვის შურისძიების მიზნით“ განახორციელა.
მანამდე გერმანიის სამართალდამცავმა უწყებებმა განაცხადეს, რომ დანაშაულის ტერორისტული მოტივებს არ გამორიცხავენ.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს საღამოს დასავლეთ გერმანიის ქალაქ ზოლინგენის 650 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის დროს უცნობი პირი დანით თავს დაესხა ფესტივალის მონაწილეებს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე.
თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. ხუთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციამ 24 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის ფაქტზე ეჭვმიტანილი, 15 წლის მოზარდი დააკავეს. სამართალდამცველები იკვლევენ აქვს თუ არა კავშირი დაკავებულს თავდასხმასთან.
Der Spiegel-ის ცნობით, დაკავებული ყირგიზეთის მოქალაქეა, რომელიც ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა.