სიცილიის კომუნის ტერმინი-იმერეზეს პროკურატურა, რომელიც სიცილიის სანაპიროზე იახტა Bayesian-ის ჩაძირვის ფაქტს იძიებს, მომხდარის ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს. მათ შორის განიხილება მკვლელობის ვერსიაც. ამის შესახებ Sky News და BBC იუწყებიან.
პროკურორი ამბროჯიო კარტოზიო არ გამორიცხავს, რომ იახტამ კატასტროფა განიცადა "არასწორი მოქმედების გამო", მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ახლა ძნელი წარმოსადგენია, რა იქნება ამ გამოძიების შედეგი".
მისი თქმით, გამოძიება საწყის ეტაპზეა და ეჭვმიტანილები არ არიან.
ამავდროულად, პროკურორმა პირობა დადო, რომ გამოძიება დაადგენს, შეიძლება თუ არა პასუხისმგებლობა ჰქონოდათ გემის დაღუპვაზე კაპიტანს, ეკიპაჟს, საზემხედველოორგანოსა და გემთმშენებელს.
სუპერიახტა Bayesian 19 აგვისტოს სიცილიის სანაპიროსთან ჩაიძირა. ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან შვიდი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის არიან ბრიტანელი ბიზნესმენი მაიკ ლინჩი, მისი 18 წლის ქალიშვილი ჰანა და Morgan Stanley International-ის თავმჯდომარე ჯონათან ბლუმერი.
მანამდე იუწყებიდნენ, რომ იახტა შეიძლებოდა ჩაძირულიყო შტორმის შედეგად.