აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან კამალა ჰარისმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და დაჰპირდა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა გაგრძელდება. ამის შესახებ ჰარისის Х-ში წერს.
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ ვუერთდებით იმ საერთო ღირებულებების აღნიშვნას, რომლებსაც უკრაინელი ხალხი ყოველდღე გაბედულად იცავს: დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, -წერს კამალა ჰარისი.
მანამდე, ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, მას შემდეგ, რაც ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო, პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მხარს დაუჭერს უკრაინას.