გერმანიის ქალაქ ზოლინგენში დანით თავდასხმის შემდეგ15 წლის მოზარდი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა.
სამართალდამცველების ცნობით, პარალელურად მიმდინარეობს პოლიციის სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ჩხრეკა სხვადასხვა ლოკაციაზე. გამოძიებას გერმანიის ფედერალური ხელისუფლებაც შეუერთდა.
პოლიცია თავდასხმის ტერორისტულ მოტივს არ გამორიცხავს.
Der Spiegel-ის ცნობით, დაკავებული ყირგიზეთის მოქალაქეა, რომელიც ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა.
Der Spiegel წერს, რომ მოზარდი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს დასავლეთ გერმანიის ქალაქ ზოლინგენის 650 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის დროს უცნობი პირი დანით თავს დაესხა ფესტივალის მონაწილეებს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე.
თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. ხუთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.