თუშეთში, სოფელ დართლოს მიმდებარედ, სიმაღლიდან “ჯიპის” ტიპის ავტომობილი გადავარდა, შედეგად ავტომობილში მყოფმა სამმა პირმა მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.
მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, სამივე მათგანს სხეულის მოტეხილობები აღენიშნება.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდებათ.