უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 115 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა. მისი თქმით, უკრაინაში ეროვნული გვარდიის, შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები დაბრუნდნენ.
„დღეს სახლში კიდევ ჩვენი 115 დამცველი დაბრუნდა. ესენი არიან ეროვნული გვარდიის, შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები. ეს აახლოებს ჩვენი სამხედროების, ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებას რუსული ტყვეობიდან. მადლობა ჩვენი გუნდს და პარტნიორებს, არაბეთის გაერთიანებული საემიროებს იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთში, კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი 115 რუსი სამხედრო ტყვე დააბრუნეს.