რუსეთის ვორონეჟის ოლქში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, აფეთქება მოხდა ოსტროგოჟსკის საბრძოლო მასალის საცავში და ხანძარი გაჩნდა.
ტელეგრამარხების ცნობით, ოსტროგოჟსკში ასევე განთავსებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯავშანტექნიკის სპეციალისტების მოსამზადებელი სასწავლი ცენტრი.
ხანძრის გამო, ოლქის გუბერნატორმა ალექსადრე გუსევმა სამ დასახლებასი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო. გავრცელებული ცნობით, დაშავებულია ორი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი ქალია, რომელმაც ძიმე დაზიანება მიიღო და გადაყვანილია კლინიკაში.
ცოტა ხნით ადრე, გუბერნატორმა გუსევმა განაცხადა, რომ 24 აგვისტოს ღამით, ვორონეჟის ოლქში საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ განადგურდა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი.
გუბერნატორის მტკიცებით, საწყობში აფეთქებები და ხანძარი გამოიწვია არა დრონების თავდასხმამ, არამედ „განადგურებული დრონების“ ფრაგმენტებმა, რომლებიც საწყობის თავზე ჩამოვარდა.
იმავე საღამოს, გუსევმა „უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის მოსალოდნელი საფრთხის გამო“ ორჯერ გამოაცხადა განგაში, თუმცა ორივეჯერ გააუქმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ განადგურდა 7 უპილოტო საფრენი აპარატი: : „ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე და თითო-თითო ბელგოროდისა და ბრაიანსკის ოლქების ტერიტორიებზე“.