გერმანიის ბუნდესტაგის მომდევნო არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოსცა.
პრეზიდენტს არჩევნების თარიღის დამტკიცების რეკომენდაციით გერმანიის მთავრობამ მიმართა.
გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის შემდეგი არჩევნები მოქმედი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებიდან 46-48 თვემდე პერიოდში უნდა ჩატარდეს.
ამ დროისთვის ამომრჩეველთა შორის ყველაზე პოპულარულია მემარჯვენე ცენტრისტული ოპოზიციური პარტია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი. ამომრჩეველთა 30% მხარს სწორედ ამ პარტიას დაუჭერდა.
ამჟამინდელ სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიების - კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები - რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. მათი რეიტინგი პროცენტულად შემდეგნაირად ნაწილდება - სოციალ-დემოკრატები - 15%, მწვანეები - 10.5% და თავისუფალი დემოკრატები - 5%.
გამოკითხვების თანახმად, ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" 18%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.