ახალი მასშტაბური ხანძარი გაჩნდა როსტოვის ოლქის ქალაქ პროლეტარსკში, სადაც ნავთობის ბაზაზე 18 აგვისტოს, უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდა. ხანძარს სირთულის მესამე რანგი მიენიჭა.
უწყების განცხადებით, ხანძარი ქალაქის გარეუბანში, წყალსაცავის მიმდებარედ გაჩნდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ახლომდებარე ქუჩის სამ შენობას - ორი საცხოვრებელსა და ერთი მშენებარეს მოედო.
ხანძრის ჩაქრობაში 37 სპეციალისტი და 23 ერთეული ტექნიკაა ჩართული.
შეგახსენებთ, როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე უკრაინელებმა დრონებით იერიში 18 აგვისტოს გამთენიისას მიიტანეს.