აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა რობერტ კენედი უმცროსმა უარი თქვა წინასაარჩევნო კამპანიაში შემდგომ მონაწილეობაზე და თავისი კანდიდატურა რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა.
როგორც კენედიმ პარასკევს, 23 აგვისტოს აღნიშნა, მან პენსილვანიის სასამართლოში განცხადება შეიტანა საპრეზიდენტო არჩევნებიდან გასვლის მოთხოვნით.
„მე აღარ მჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვების რეალური გზა მაქვს“, - თქვა კენედიმ პრესკონფერენციაზე.
პარალელურად, გლენდეილში ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგი იმართება.
ტრამპის საარჩევნო შტაბმა მანამდე გამოაცხადა, რომ ღონისძიებაში "სპეციალური სტუმარი" მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, იქნებოდა თუ არა ეს სტუმარი რობერტ კენედი.