აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 16 სხვადასხვა იურისდიქციის 100-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირის, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ დასავლური სანქციებისგან თავის არიდებაში.
აშშ-ის ახალი შეზღუდვები გავლენას ახდენს ათზე მეტ ტრანსნაციონალურ ქსელზე, რომლებიც, კერძოდ, მონაწილეობენ რუსეთისთვის იარაღისა და აღჭურვილობის შეძენაში, ხელს უწყობენ სანქციების თავიდან არიდებას და მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზას.
ერთ-ერთი ასეთი ქსელი ხელს უწყობდა რუსეთის მიერ თურქეთიდან საბრძოლო მასალის შეძენას, მას კოორდინირებას უწევდა იტალიის მოქალაქე ჯულიო სფოლიეტი. მეორემ, თურქეთის, საფრანგეთისა და ჰონგ კონგის კომპანიების მეშვეობით, სანქცირებული რუსული პრომტეხის“ კომპონენტების იმპორტირებას ახდენდა.
შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში აშშ-ის ხაზინამ აღმოაჩინა ქსელები, რომლებიც რუს ოლიგარქებს საშუალებას აძლევდნენ დაემალათ თავიანთი ინვესტიციები უცხოურ საწარმოებში სატრასტო ფონდების მეშვეობით, ასევე მოსკოვისთვის ნახევარგამტარები შეეძინათ.
ასევე აშშ-ის სანქციებს დაექვემდებარა იტალიური ჩარხების მწარმოებელი Fagima, რომელიც თანამშრომლობდა რუს შემსყიდველ აგენტთან დმიტრი ალიხანოვთან, რომელიც უკვე ამერიკის შავ სიაშია.
ჩამონათვალში ნახსენებია კომპანიები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, რომლებიც ეხმარებოდნენ რუსეთს რუსული ოქროს ვაჭრობაში და რამდენიმე ჩინური კომპანია, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთში სანქცირებული საქონლის იმპორტში
ცალკე, შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა კომპანიების ქსელი, რომელიც რუსეთმა შექმნა თავისი ჰაკერების დასახმარებლად, რომლებიც 2018 წელს ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცნენ.
სანქციების ეს პაკეტი მოიცავს 16 იურისდიქციას და 100-ზე მეტ ფიზიკურ დ იურიდიულ სუბიექტს. საერთო ჯამში, აშშ-ის სანქციების ახალ სიაში 400-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირია.