უკრაინული მედიის ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის უკრაინაში ვიზიტის დროს უკრაინასა და ინდოეთს შორის სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.
"დღეს ჩვენ შევთანხმდით ოთხ დოკუმენტზე უკრაინასა და ინდოეთს შორის პრემიერ-მინისტრ მოდის ისტორიული ვიზიტის დროს. ეს არის სამედიცინო სფერო, ეს არის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სექტორში, ეს არის ჰუმანიტარული ურთიერთობები, ეს არის კულტურის სფერო", - განაცხადა ზელენსკიმ
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე მომზადდა ერთობლივი განცხადება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების, ვაჭრობისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“.
„ეს ყველაფერი უნდა გაძლიერდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში 23 აგვისტოს ჩავიდა. დამოუკიდებლობის შემდეგ ეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია უკრაინაში.