რუსული მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ყველა მძევალი გაათავისუფლეს ვოლგოგრდაის ოლქის ქალაქსუროვიკინოს კოლონიაში სამართალდამცავების შტურმის შედეგად პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია.
რუსული მედია "როსგვარდიაზე" დაყრდნობით წერს, რომ ყველა პატიმარი განეიტრალებულია, ძალოვანებს შორის არავინ დაშავებულა.
პატიმრების ლიკვიდაცია შეტევის პირველივე წუთებში მოხდა.
ოთხმა პატიმარმა მძევლად აიყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები. ტელეგრამარხების ცნობით, შტურმი ნახევარ საათს გაგრძელდა.
მანამდე პატიმრებმა, რომლებმაც კოლონიაში მძევლები აიყვანეს, განაცხადეს, რომ „დაკავშირებულები არიან ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და აპირებენ, შური იძიონ მუსლიმი ძმების გამო, რომლებიც „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის საქმის ფარგლებში დააკავეს“.