რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ სუროვიკინოს მე-19 სასჯელაღსრულების კოლონიის რამდენიმე პატიმარმა მძევლები აიყვანა. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ სასჯელაღსრულების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ცნობით, შემთხვევა დისციპლინური კომისიის სხდომის დროს მოხდა.
მიმდინარეობს მძევლების გათავისუფლების ოპერაცია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველთა დანაყოფები.