კურსკის ოლქში, მალაია ლოკნიას დასახლებაში რუსი სამხედროები ქალთა კოლონიის შენობაში არიან გამაგრებული და საცეცხლე პოზიციები აქვთ მოწყობილი.
მედიის ცნობით, წინსვლის დროს უკრაინის არმია გავიდა ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც ამ დროისათვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
სოფელ მალაია ლოკნიაში, უკრაინის საზღვრიდან 14 კილომეტრში, რუსი სამხედროები მე-11 ქალთა ციხეში განთავსდნენ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვაში, სავარაუდოდ, ციხის მცველებიც არიან ჩართული.
2011 წლიდან კოლონიაში იმყიფებოდა 203 მსჯავრდებული, რომლებსაც 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
რუსი სამხედრო ბლოგერები ადასტურებენ, რომ მალაია ლოკნია თითქმის მთლიანად იყო გარშემორტყმული უკრაინული შენაერთებით, მაგრამ კომპლექსის შიგნით რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები დაცვის შეკავებას აგრძელებენ.
ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მალაია ლოკნიაზე უკრაინის ძალების ყველა თავდასხმა მოიგერიეს.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პატიმარი იმყოფება მალაია ლოკნიას ქალთა ციხეში.