პენტაგონში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ოპერაციას რუსეთის კურსკის ოლქში, თუმცა მათთვის უცნობია ამ ოპერაციის მიზანი.
ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა საბრინა სინგჰმა ბრიფინგზე განაცხადა.
სინგჰმა თქვა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას იმაში, რაც ახლა ბრძოლის ველზეა საჭირო.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საპასუხო ცეცხლის უფლებას აძლევს.
სინგჰმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუფერული ზონის შექმნაზე საუბრობს.თუმცა, პენტაგონმა ჯერ არ იცის, ბრძოლის ველზე რა სტრატეგიულ მიზნები აქვს კურსკის ოპერაციას.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ასევე დააანონსა, რომ უახლოეს დღეებში თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს შორის საუბარი გაიმართება.