კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ პორტ „კავკაზში“ სამაშველო ოპერაციის დროს, უკრაინის დარტყმის შემდეგ ჩაძირული სარკინიგზო ბორანის ეკიპაჟის 17 წევრის გადარჩენა შეძლეს.
მისივე თქმით, მიმდინარეობს კიდევ ორი ადამიანის ძებნა.
როგორც კონდრატიევმა აღნიშნა, ბორანის ჩაძირვის ადგილზე სპეციალურ ზომებს მიმართეს, რათა არ დაუშვან საწვავის გავრცელება.
სარკინიგზო ბორანი საწვავის 30 ავზით იყო დატვირთული.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ბორანზე დარტყმა უკრაინის ძალებმა განახორციელეს. რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა და ბორანი ჩაიძირა.