ფინეთის ხელისუფლებამ გარე საფრთხეების შესაკავებლად ქვეყნის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯავშანტექნიკის განლაგების გადაწყვეტილება მიიღო.
ფინური მედია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და უსაფრთხოების სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 4000-5000 ჯარისკაცისა და ოფიცრის ახალი შენაერთი უკვე ყალიბდება და განლაგდება ქალაქ მიკელში, რომელიც მდებარეობს რუსეთის საზღვართან.
„ფინეთის თავდაცვის ძალები და სახელმწიფოს ხელმძღვანელობა მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფინეთს სჭირდება ნატო-ს ქვეყნების ჯარისკაცების ყოფნა მის ტერიტორიაზე პრევენციული შეკავების გასაძლიერებლად“, - წერს გამოცემა.
მისი თქმით, ბრიგადას, რომელიც შეიარაღებულია ჯავშანტექნიკით, შეუერთდებიან, შვედი და ნორვეგიელი სამხედრო მოსამსახურეები. მოსალოდნელია, რომ ნატო-ს ახალი ფორმირების განლაგების შესახებ ალიანსის წარმომადგენლები და ფინეთის ხელისუფლება უახლოეს კვირებში გამოაცხადებენ.
„გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია“, - იტყობინება ფინური მედია წყაროებზე დაყრდნობით.
სამხედრო ხელმძღვანელ;ობისთვის, ნატოს შტაბ-ბინა იქმნება მიკელში, რომელიც ექვემდებარება ალიანსის ნორფოლკის შტაბს, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისშემდეგ, ფინეთი ნატო-ს 2023 წელს შეუერთდა.