რუსეთის კრასნოდარის მხარეში, პორტ „კავკაზში“ საწვავით დატვირთულ სარკინიგზო ბორანს ცეცხლი გაუჩნდა.
მედია უკრაინის სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყება.
„ჩვენი წყარო იუწყება, რომ „კავკაზის“ პორტში დარტყმა განხორციელდა ბორან ”აკვატრეიდერზე“, რომელიც უკვე დატვირთული იყო სარკინიგზო საწვავის ავზებით“, - იტყობინება ტელეგრამარხი „კრიმსკი ვეტერი"
რუსული გამოცემები რეგიონის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ „კავკაზის“ პორტში საწვავის ავზებით დატვირთულ სარკინიგზო ბორანს თავს დაესხნენ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სპეციალური სამსახურები.
აღნიშნულია, რომ ხანძრის ფართობისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ასევე იუწყებიან, რომ ავტოტრანსპორტისთვის დროებით დაიკეტა ყირიმის ხიდი.
უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.