რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინა კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ მან რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„მტერმა წუხელ სცადა, დაერტყა კურსკის ატომური ელექტროსადგურისთვის. ისინი გვპირდებიან, რომ თავად ჩამოვლენ, გამოაგზავნიან იმედი მაქვს, რომ, საბოლოოდ, ეს მათი მხრიდან გაკეთდება“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინს მტკიცებულებები არ მოუყვანია. მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ინფორმირებულია, სიტუაციის შესაფასებლად სპეციალისტებს გააგზავნიან.
რამდენიმე საათით ადრე კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქალაქში რკინაბეტონის თავშესაფრების დამონტაჟება დაიწყეს.