კიევში აშშ-ის საელჩო უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსეთის შესაძლო საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში არსებობს რუსული დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების გაზრდილი რისკი მთელი უკრაინის მასშტაბით, რაც უკავშირდება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს. თავდასხმები მოსალოდნელია როგორც დღის, ისე ღამის საათებში.
საელჩოს რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს თვალყური ადევნონ ადგილობრივ მედიას, მოძებნონ თავშესაფარი და საჰაერო განგაშის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩავიდნენ თავშესაფარში, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში კი მიჰყვნენ უკრაინელი ოფიციალური პირების მითითებებს.