იემენის პორტის - ადენის სამხრეთით, კიდევ სამი აფეთქება მოხდა გემის მახლობლად, რომელსაც ჰუსიტები თავს 21 აგვისტოსაც დაესხნენ.
ამის შესახებ ბრიტანეთის საზღვაო ძალების საზღვაო სავაჭრო ტრანსპორტის კოორდინაციის ცენტრი [UKMTO] იტყობინება.
UKMTO-ს ინფორმაციით, თავდაპირველი შეტევიდან რამდენიმე საათში გემის მახლობლად კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი მომდევნო ორი აფეთქების ხმა გაისმა.
უწყებაში განმარტეს, რომ გემის ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის და აგრძელებს მოძრაობას დანიშნულების პორტისკენ.
მანამდე, 13 აგვისტოს, UKMTO-მ გაავრცელა ინფორმაცია იემენის პორტის ჰოდეიდას სანაპიროზე, გემზე თავდასხმის შესახებ.
ასევე განმარტავენ, რომ ინციდენტი უკვე შეფასებულია როგორც „საშიში“. UKMTO-მ აღნიშნა, რომ არავინ დაშავებულა, რადგან გემის კაპიტანმა და ეკიპაჟმა განაცხადეს, რომ ისინი შემდეგი პორტისკენ გაემართნენ.
მანამდე, 7 აგვისტოს, მოძრაობა Ansar Allah-ის წარმომადგენელმა, იაჰია სარიამ განაცხადა, რომ ჰუსიტები წითელ ზღვაში თავს დაესხნენ ხომალდ Contship Ono-ს და ორ ამერიკულ გამანადგურებელს.