რუსული ტელეგრამარხების ცნობით, რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ დონის კალაჩში, 22 აგვისტოს ღამით დრონებით თავდასხმის შედეგად ფეთქებები მოხდაა . გაჩნდა ხანძარი.
ადგილობრივი მოსახლეობა აფეთქებების შესახებ ცნობებს სოციალურ ქსელებში დილის ოთხის ნახევრიდან ავრცელებდა. აცხადებდნენ, რომ სულ მცირე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
Telegram-არხი Baza მიუთითებს, რომ ერთ-ერთი დრონი "აეროდრომიდან რამდენიმე კილომეტრში" ჩამოაგდეს, ხოლო მეორე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები მახლობლად მდებარე ობიექტთან ჩაცვივდა და ხანძარი გაჩნდა.
საუბარია მარინოვკას სამხედრო აეროდრომზე, რომელიც მდებარეობს სოფელ ოქტიაბრსკში, დონის კლაჩიდან დაახლოებით 20 კმ-ში.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის სამიზნე, შესაძლოა, ეს აეროდრომი ყოფილიიყო.
Astra მოქალაქეებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხანძარი აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩნდა.
Telegram-არრხ, SHOT-ის ცნობით, თვითმხილველები 6-დან 10-მდე ძლიერი აფეთქების შესახებ იუწყებიან.
ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.