რუსეთის ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა დაადასტურა ინფორმაცია უკრაინის საზღვარზე, კლიმოვსკის რაიონში საბრძოლო შეტაკებების შესახებ.
მისი თქმით, ბრძოლა უკვე დასრულებულია
ბოგომაზმა თავის ტელეგრამარხზე დაწერა, რომ უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი შეეცადა რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევას.
გუბერნატორის მტკიცებით, , ეს მცდელობა მოიგერიეს და „შეტაკებების ადგილზე ვითარება დასტაბილურდა“.
კლიმოვის რაიონი რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის საზღვრების კვეთაზე მდებარეობს.