სომხეთში “დასავლეთ ნილოსის” ცხელებით ინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა. ჰოსპიტალიზებულია 41 ადამიანი.
ამის შესახებ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა სტეფან ათოიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პირველი შემთხვევა 7 აგვისტოს არაგაწოტნის რაიონში დაფიქსირდა.
„41პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - განაცხადა ათოიანმა და დასძინა, რომ ყველა პაციენტი არაგაწოტნის რაიონიდანაა.
ათოიანის თქმით, სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელების დიაგნოზირება პირველად მოხდა, მაგრამ ის სომხეთში ცნობილი 1960-იანი წლებიდან.
„დასავლეთ ნილოსით“ ინფიცირება კოღოების საშუალებით ხდება, რომლებიც ფრინველებით ინფიცირდებიან. მიგრაციის შედეგად ფრინველები შეიძლება გახდნენ გამავრცელებლები სხვადასხვა ქვეყანაში. ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.