2024 წელს რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლადსაქართველოდან 200 სტუდენტიგაემგზავრება . ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
შერჩეულმა კანდიდატებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოწვევა უკვე მიიღეს და ბოლო ეტაპი, სავიზო პროცედურების გავლაღა დარჩათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად აბიტურიენტებს არ მოეთხოვებათ მისაღები გამოცდების ჩაბარება, უზრუნველყოფილები იქნებიან საერთო საცხოვრებლით, სწავლა კი რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან დაუფინანსდებათ. ამასთან, პროექტი სტიპენდიასაც ითვალისწინებს.
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციამ გამოაცხადა, რომ რუსეთში უფასო განათლების მისაღებად სტუდენტების მორიგი ჩარიცხვა სექტემბერში დაიწყება.