საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 24, 25, 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს“, - აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
რკინიგზის ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge
სწრაფი გადახდის აპარატებით;
საქართველოს რკინიგზის სალაროებში;
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.