მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს 10 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც რუსეთის დედაქალქისკენ მიფრინავდნენ.
მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა წარმატებით მოიგერია.
„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით 10 ერთეული {დრონი} ჩამოაგდეს. ეს არის მოსკოვზე თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა დრონების გამოყენებით. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს“, - წერს ის ტელეგრამაში.