როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე, რომელზეც უკრაინულმა დრონებმა იერიში 18 აგვისტოს გამთენიისას მიიტანეს, ხანძარი გაძლიერდა, დღეს საღამოს იქ კიდევ ერთი რეზერვუარი აფეთქდა.
აფეთქების შესახებ ტელეგრამარხი Don Mash ვიდეოს აქვეყნებს. არხის ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
წყაროები არ აკონკრეტებენ რამდენი რეზერვუარი დაიწვა 19 აგვიტოს იუწყებოდნენ, რომ ცეცხლი 11 რეზერვურს უკიდია. მედია სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით, წერს, რომ ბაზაზე, დაახლოებით სამოცდაათი რეზერვუარია.
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას 600-ზე მეტი მაშველი ცდილობს.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა დაწერა, რომ ქრობის ოპერაციაში ჩართულია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ორი სახანძრო მატარებელი და ილ-76-ის ტიპის ორი თვითმფრინავი.
ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ კვამლმა დონის როსტოვამდე მიაღწია, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 165 კილომეტრში მდებარეობს.