რუმინეთში, უკრაინის საზღვართან, დრონის ფრაგმენტები ისევ აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები გაემართნენ სოფელ პერიპრავას მახლობლად, ტულჩეას საგრაფოში, უკრაინის საზღვრის მახლობლად, სადაც სავარაუდოდ, დრონის ფრაგმენტები დაეცა.
საგამოძიებო ჯგუფმა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებები შეაგროვა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუმინულმა მხარემ რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინა.