რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს ნეონაცისტებთან ბრძოლაში ისევე, როგორც მიაღწია თავის მიზნებს ტერორისტებთან ბრძოლაში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქზე საუბრისას ბესლანში განაცხადა.
„რაც შეეხება იმ ოპონენტებს, ჩვენს მტრებს, რომლებიც აღვნიშნე, ისინი აგრძელებენ ამ საქმეს ჩვენი ქვეყნის შერყევის მიზნით.
ეს აშკარაა. და როგორც ჩვენ ვიბრძოდით ტერორისტების წინააღმდეგ, დღეს ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მათ, ვინც დანაშაულს სჩადის კურსკის რეგიონში, დონბასში, ნოვოროსიაში, თუმცა ისევე როგორც მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ მივაღწევთ ამ მიზნებს ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ აუცილებლად დავსჯით დამნაშავეებს, ამაში არანაირი ეჭვი არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა პუტინმა.“, - განაცხადა პუტინმა.