უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის მალოკატერინოვკას დასახლება დაბომბეს. ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა, რომ ჭურვი საბავშვო კაფეს მოხვდა.
მოგვიანებით, პოლიციამ გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ჭურვი, სავაჭრო ჯიხურთან ახლოს აფეთქდა.
დარტყმის შედეგად ოთხი ბავშვი დაშავდა.
სამართალდამცველების თქმით, 15 წლის ბიჭი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რეგიონულ საავადმყოფოში, სხვა დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.