20 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში 1260 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას და 93 დასახლებას აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაუნუს შეიარაღებული ძლებისმთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
"უსაფრთხოების ზონის შესაქმნელად და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან დაბომბვის შესაჩერებლად სუმის რეგიონის სამოქალაქო ობიექტებზე, ასევე მტერთან დაწინაურების მიზნით, თავდაცვის ძალების ჯგუფები ახორციელებენ შეტევით თავდაცვას კურსკის მიმართულებით.
კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევის პერიოდში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდაცვის სიღრმეში 28-დან 35 კმ-მდე წაიწიეს, დაიკავეს 1263 კვადრატული მეტრი კმ ტერიტორია და კონტროლი დაამყარეს 93 დასახლებაზე“, - განაცხადა სირსკიმ.
მთავარსარდლის თქმით, მტერი ახორციელებს მანევრირებად თავდაცვას, ცდილობს თავიდან აიცილოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შემდგომი წინსვლა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ქმნის ჯგუფებს და ახორციელებს სხვა მიმართულებებიდან ჯარის ნაწილების გადაადგილებას.
„ჩვენი ჯარების შემდგომი ქმედება ამ მიმართულებით იქნება დამოკიდებული ოპერატიული სიტუაციის განვითარებაზე“, - თქვა სირსკიმ.