აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა. იუწყება Reuters
ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
ბლინკენის ძალისხმევა მიმართულია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ პროგრესის მიღწევისკენ.
ეგვიპტეში ბლინკენი ისრაელიდან ჩავიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტედან კატარში ჩავა.