ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ღაზიდან ექვსი მძევლის ცხედარი დაიბრუნა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ იაგევ ბუხშტაბის, ალექსანდრ დანციგის, აბრაამ მუნდერის, იორამ მეცგერის, ნადავ პოპლველისა და ხაიმ პერის ცხედრები ორშაბათს ხან იუნისის რაიონში აღმოაჩინეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომგაგრძელდება მუშაობა ომის მიზნების მისაღწევად – ისრაელში მძევლების დასაბრუნებლად და „ჰამასის“ გასანადგურებლად.
ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 109 მძევალი, რომელთაგან დაახლოებით მესამედი სავარაუდოდ, გარდაცვლილია, ხოლო დანარჩენების ბედი უცნობია.
„მძევალთა ოჯახის გაერთიანება“ მიესალმება ექვსი ცხედრის დაბრუნებას და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მისაღწევად.
გაერთიანების განცხადებით, დარჩენილი 109 მძევლის დაბრუნება ღაზოდან "მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ისრაელის დასახლებებზე განხორციელებული თავდასხმისას დაჯგუფება „ჰამასმა“ 1200-მდე ადამიანი მოკლა და 250-მდე პირი მძევლად აიყვანა.