უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძლვის შესახებ. კანონპროექტს მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, შესაძლოა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა აიკრძალოს,
კანონი განსაზღვრავს, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ასეთი კავშირები. ასევე დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც უკრაინაში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა თავადვე უნდა თქვან უარი ამ კავშირებზე.
უკრაინელი დეპუტატის,იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი ძალაში მისი გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ შევა, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კონგრეგაციებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის გასაწყვეტად 9 თვე ექნებათ.